აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვერ ხედავს ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობას
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვერ ხედავს ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობას

სომხეთ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ ბაქო უარყოფს სომხეთის მოთხოვნას მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის უსაფრთხოების სპეციალური გარანტიების შესახებ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხებისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობას და სომხური მხარის ასეთი მოთხოვნა აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.

მისი თქმით, ისინი საკმარისად არიან დაცულები.

ბაირამოვმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხებს შეეძლებათ, გამოიყენონ თავიანთი ენა და მიიღონ განათლება მათ ენაზე, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, თუ ისინი ინტეგრირდებიან აზერბაიჯანულ საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებში სხვა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან თანაბარ პირობებში.