აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, გორში მოსახლეობას უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკა ჩაუტარდა
აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, გორში მოსახლეობას უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკა ჩაუტარდა

საქართველოში, აზერბაიჯანის საელჩოს მიერ მომზადებული ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, გორის რაიონში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკა ჩატარდა.

ექიმებმა, საელჩოს ორგანიზებით, გორის რაიონის სოფელ თინისხიდის, ასევე თედაწმინდასა და ზეზმანის სოფლების მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს.

მედიკოსებმა მოსახლეობას საჭირო რჩევები მისცეს მკურნალობასთან დაკავშირებით და უფასო მედიკამენტები დაურიგეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და სხვა ოფიციალური პირები.

„აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდამჭერით დღევანდელ დღეს მიმდინარეობს მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება. აქცია აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით ტარდება, რაც არის ქვეყნებს შორის მეგობრობის დამადასტურებელი. მივესალმებით ასეთ ინიციატივებს. ბატონ ელჩს, ბატონ დურსუნს დიდ მადლობას მოვახსენებ დღევანდელი ღონისძიებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ როგორც აზერბაიჯანის მოსახლეობას, ასევე საქართველოს მოსახლეობას“,- განაცხადა  შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

 

დატოვე კომენტარი