აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა როდესაც დაპროექტდა, მგზავრთა გადაყვანის განხორციელებაც დაიგეგმა და გზა შესაბამისად აშენდა

13:37, 02.06.2026

როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაპროექტდა, მგზავრთა გადაყვანის განხორციელებაც დაიგეგმა და გზა შესაბამისად აშენდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ, როვშან რუსტამოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზით მგზავრთა გადაყვანის გეგმები არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ დღეს, საქართველოში, ახალქალაქის რკინიგზისა და ლოგისტიკის კომპლექსში ღონისძიება გაიმართება, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების მარშრუტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის მოდერნიზაციის შემდეგ მის ექსპლუატაციაში გაშვებას მიეძღვნება.

მსგავსი