აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.

„ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ალიევს მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.