აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ქალაქ ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ქალაქ ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს, აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ჯებრაილი და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – წერია ილჰამ ალიევის ოფიციალურ განცხადებაში.
ქალაქი ჯებრაილი კონფლიქტის ზონის სამხრეთით, ირანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.
Bu gün Azərbaycan ordusu Cəbrayıl şəhərini və rayonunun bir neçə kəndini işğaldan azad etmişdir. Eşq olsun Azərbaycan ordusuna! Qarabağ Azərbaycandır!
— İlham Əliyev (@azpresident) October 4, 2020