აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული მოსახლეობა მზად არის სომხურ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრებისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული მოსახლეობა მზად არის სომხურ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრებისთვის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჩვენ სომხეთის მკვიდრებთან, მშვიდობიან მოსახლეობასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული მოსახლეობა, აზერბაიჯანული თემი მზად არის სომხებთან ერთად თანაცხოვრობისთვის, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმეტ ჰაჯიევმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად იყო სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმისთვის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სომხური მხარე აზერბაიჯანული თემის არსებობასაც კი უარყოფდა. ჩვენ კიდევ ერთხელ სომხეთის მხარეს მოვუწოდებთ, რომ სომხური და აზერბაიჯანული თემების დიალოგის მიმართულებით ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

დატოვე კომენტარი