აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა კიშინეუში მას შემდეგ გააკეთა, რაც დასრულდა ხუთმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილებდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიანი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხებოდით ყველა იმ თემას, რომელიც განვიხილეთ მაისში ბრიუსელში. ჩვენ განვიხილეთ დაკავშირების საკითხები, საზღვრების დელიმიტაცია, სამშვიდობო შეთანხმება. ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შემდეგი შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ბრიუსელში გაიმართება 21 ივლისს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაჟინებით ვმუშაობთ და კვლავაც ვუჭერთ მხარს ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, მან ასევე მიიწვია ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტის ფარგლებში შესახვედრად, რომელიც ესპანეთში გაიმართება.