აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისი - ილჰამ ალიევმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისი - ილჰამ ალიევმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფისი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სატელეფონო საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ გაიცემა მითითებები ორივე ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებს შორის ერთობლივი თანამშრომლობის პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.