აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა სომხეთის არმიის მოდერნიზებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა სომხეთის არმიის მოდერნიზებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა სომხეთის არმიის მოდერნიზებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

ილჰამ ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის, სადაც ქაოსი სუფევს და გადატრიალებებით ტრაგიკომედია ვითარდება, იარაღის მიცემა არ შეიძლება, რათა კიდევ ერთი ტრაგედია თავიდან იქნას აცილებული.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ სომხეთიდან „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემები უნდა გაიტანოს.