აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს უსამძიმრებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს უსამძიმრებს.

განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ გიორგი მარგველაშვილს – პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, უკიდურესად დამწუხრებული ვარ ქალაქ ბათუმში, სასტუმროში ხანძრის შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების გამო. ამ ტრაგედიის გამო, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გისამძიმრებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საქართველოს მთელ მოსახლეობას და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში.