აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეჭვობს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანულ ტელეკომპანიებთან შეხვედრისას, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ხაზზე სომხეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია შეინიშნება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის მხრიდან ივლისის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო სურვილი შეემოწმებინა, რა რეაქცია ექნებოდათ მის მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

„ისინი ახალი დიდი ომისთვის ემზადებიან. ჩვენ გვაქვს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ“, – განაცხადა ალიევმა.