აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

13:26, 21.03.2026

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ბაქოში, საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა.

ალი ასადოვმა საქართველოს საელჩოში სამძიმარი გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მსგავსი