აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე - ევროპიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებელთა მისიის გაგზავნამ შესაძლოა, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი შეაფერხოს
აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე - ევროპიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებელთა მისიის გაგზავნამ შესაძლოა, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი შეაფერხოს

ევროპიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებელთა მისიის გაგზავნამ შესაძლოა, ნორმალიზაციის პროცესი შეაფერხოს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერმა, საჰიბა გაფაროვამ მილი მეჯლისის სხდომაზე განაცხადა.

საჰიბა გაფაროვამ აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია რუსეთში გამართულ შეხვედრებზეც გამოხატა.

ევროკავშირის მისიის გაგზავნის საკითხი დღის წესრიგში 2022 წლის სექტემბერში დადგა. 23 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამოქალაქო მისიის შექმნის ინიციატივა დაამტკიცეს.