აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიას ტერტერისა და აღჯაბედის რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიას ტერტერისა და აღჯაბედის რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიას ტერტერისა და აღჯაბედის რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს. ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის დანაყოფებმა სარაკეტო და მძიმე საარტილერიო დანადგარები გამოიყენეს, რის შედეგად 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის არმიის სამიზნე ასევე გახდა გორნაბოის რაიონიც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებაზე სომხეთის არმიის ტანკები, სარაკეტო სისტემები და ზალპური ცეცხლის დანადგარები გაანადგურეს.