აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინისა და ზანგილანის რაიონებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინისა და ზანგილანის რაიონებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ჰაკარის ხიდზე ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამხედრო მოსამსახურეებს, როდესაც ისინი თავიანთ სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დროშას აღმართავდნენ.
„ეს ხიდი აზერბაიჯანმა ახლახან ააგო. სომხეთის მტკიცება, რომ მათ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დროშა აღიმართა, უსაფუძვლოა“, – აცხადებენ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში.
აზერბაიჯანული მედია ასევე წერს, რომ ზანგილანის რაიონში მესაზღვრეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ კი, ნაღმმტყორცნები და სხვადასხვა საბრძოლო მასალები გამოიყენეს.
ამ ქმედებების საპასუხოდ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გაანადგურეს პოსტი, საიდანაც სომეხი სამხედროების მიერ პროვოკაცია განხორციელდა.
Yesterday, at the Lachin BCP, fire were opened on servicemen of 🇦🇿Border Guards, when the Azerbaijani flag was raised in its sovereign territory on the Hakari bridge.
This bridge was built by Azerbaijan just recently, & claim that the flag raised in 🇦🇲’s territory is baseless. pic.twitter.com/qjvc3ogjyb
— Aykhan Hajizada (@Aykhanh) June 16, 2023