აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან იერიშების შედეგად 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 143 კი დაშავდა
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან იერიშების შედეგად 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 143 კი დაშავდა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე სომხური მხარის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 143 კი დაშავდა.

მათივე ცნობით, დაზიანებულია 66 ობიექტი და 427 სახლი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები უკვე მეთერთმეტე დღეა, მიმდინარეობს.