აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი კარგი შესაძლებლობაა ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვისა და სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირებისთვის
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი კარგი შესაძლებლობაა ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვისა და სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირებისთვის

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მიქაილ ჯაბაროვის განცხადებით, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ჩატარება კარგი შესაძლებლობაა ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე სამმხრივ ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის.

მისივე თქმით, დღევანდელი ბიზნესფორუმი კარგი შესაძლებლობაა სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირებისთვისაც.

„აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის მეექვსედ ჩატარება ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა შეხვედრისა და ჩვენი, როგორც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობის, ასევე სამმხრივ ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის. დავიწყებ ორმხრივი თანამშრომლობით. ის მზარდია, წელს საქონელბრუნვის 30% -ზე მეტით ზრდა შეინიშნება, ეს ასახავს იმ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და პანდემიის კრიზისიდან ეკონომიკის უფრო მტკიცედ გამოსვლას, რომელიც ჩვენს ქვეყნებში ფიქსირდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში, ესაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ვაჭრობა, ორმხრივი ინვესტიციები. დღევანდელი ბიზნესფორუმი ასევე კარგი შესაძლებლობაა სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირებისთვის“, – განაცხადა მიქაილ ჯაბაროვმა.