აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში კარანტინის რეჟიმი ორი კვირით გაამკაცრეს. საგანგებო ზომები კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 ივნისიდან 5 ივლისამდე რვა დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ბაქოში, სუმგაითსა და განჯაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება. დღეიდან დაიხურება სავაჭრო ცენტრები, ხოლო რესტორნები მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი ამუშავებენ. კვლავ დაიხურება მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და სილამაზის სალონები.
მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ ორი საათით შეეძლებათ. მსგავსი შეზღუდვები აზერბაიჯანში მარტის ბოლოს დააწესეს, თუმცა მაისში მათი ნაწილი მოხსნეს.
მუშაობას აგრძელებენ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები. იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ბაქოს მეტროც.
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.