აზერბაიჯანის დედაქალაქში ელექტროენერგია კვლავ გაითიშა
აზერბაიჯანის დედაქალაქში ელექტროენერგია კვლავ გაითიშა

აზერბაიჯანის დედაქალაქში ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც ქალაქში პარალიზებულია მეტროს მუშაობა.

ჯერჯერობით ინციდენტის მიზეზი უცნობია . ანალოგიური ინციდენტი აზერბაიჯანის დედაქალაქში გუშინაც მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ქალაქ მინგიაჩევირის ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქება იყო, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების გამომწვევ მიზეზად კი სიცხე დასახელდა.

დატოვე კომენტარი