აზერბაიჯანის ცესკო-მ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტის თანამდებობაზე ილჰამ ალიევის კანდიდატურა დაამტკიცა

16:43, 19.12.2023

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტის თანამდებობაზე ილჰამ ალიევის კანდიდატურა დაამტკიცა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის 7 თებერვალსაა დაგეგმილი.

აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა, შესაბამისად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო.

მსგავსი