აზერბაიჯანი სომხეთს აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში კვლავ ადანაშაულებს, სომხეთი კი ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანი სომხეთს აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში კვლავ ადანაშაულებს, სომხეთი კი ბრალდებებს უარყოფს

ბაქო ერევანს აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ისევ ადანაშაულებს, სომხეთი კი ბრალდებებს უარყოფს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 სექტემბრის შუადღიდან 4 სექტემბრის დილამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარგეჩარის, გორისის და გარაკილსის რაონებში განთავსებული პოზიციებიდან, სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს და 3 და 4 სექტემბერს სომხეთის სამხედრო დანაყოფებს არ გაუხსნიათ ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განთავსებული აზერბაიჯანული სამხედრო პოზიციების მიმართულებით.