აზერბაიჯანი სოციალური მედიის პლატფორმებზე 16 წლამდე ასაკის პირებისთვის რეგისტრაციის ახალ მოთხოვნებს აწესებს
აზერბაიჯანი სოციალური მედიის პლატფორმებზე ბავშვების რეგისტრაციისთვის ახალ მოთხოვნებს აწესებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოთხოვნები აისახება „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონის ახალ მუხლებში, რომლებიც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სხდომაზე განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიის პლატფორმებზე ინდივიდუალური ციფრული ანგარიშების შექმნა დაუშვებელი იქნება.
მედიის ცნობით, თუ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური მეთოდებით დადასტურება, რომ სოციალური მედიის მომხმარებელი 16 წლის ან უფროსი ასაკისაა, ინდივიდუალური ციფრული ანგარიშის შექმნა შესაძლებელი იქნება.
ამასთან, ცვლილების მიხედვით, 16-18 წლის მოზარდების ციფრულ ანგარიშებში გაკონტროლდება ის კონტენტი და რეკლამები, რომლებსაც არასრულწოვნები ხედავენ.
კანონპროექტის მიხედვით, სოციალურ პლატფორმებს აეკრძალებათ არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.
როგორც ცნობილია, პლატფორმების სიას შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დანიშნული ორგანო ან დაწესებულება განსაზღვრავს.
კანონპროექტი კენჭისყრაზე გავიდა, მესამე მოსმენით მიიღეს და ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.