აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს.

მას შემდეგ, რაც  1917 წლის რევოლუციის შედეგად, რუსეთის იმპერია დაიშალა, თბილისში, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შესახებ გამოაცხადა.

თუმცა დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მალევე, 1920 წლის გაზაფხულზე საბჭოთა წყობილება დამყარდა.

ილჰამ ალიევმა ყვავილებით უკვე შეამკო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემორიალი. მოგვიანებით პრეზიდენტი რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურ ოფიციალურ მიღებას გამართავს.