აზერბაიჯანელი დეპუტატი - აფგან მუხთარლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია და ამისგან თავი უნდა შევიკავოთ
აზერბაიჯანელი დეპუტატი - აფგან მუხთარლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია და ამისგან თავი უნდა შევიკავოთ

აფგან მუხთარლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია და ყველამ ამისგან თავი უნდა შევიკავოთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევრონესტის აზერბაიჯანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფუად მურადოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მუხთარლის საქმეზე გაჟღერებული პოლიტიკური ბრალდებები სამართლებრივ საკითხებს არ უკავშირდება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„პირველ რიგში, ამ საქმეზე ჩატარდა სასამართლო სხდომა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. პოლიტიკური სახის ბრალდებები არანაირად არ უკავშირდება სამართლებრივ საკითხებს. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მსგავსი საკითხების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია და ყველამ ამისგან თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა ფუად მურადოვმა.