აზერბაიჯანელებს ბრაზილიელები ევრო 2022-ზე მაინც დაეხმარებიან #1TVSPORT
აზერბაიჯანელებს ბრაზილიელები ევრო 2022-ზე მაინც დაეხმარებიან #1TVSPORT

ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქის, აზერბაიჯანის ნაკრების თავდამსხმელმა, რაფაელ ვილელამ და მცველმა ედუარდოს კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს. შესაბამისად, ორივე მათგანი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ცნობა გამოცემა „აზერისპორტმა“ გაავრცელა, რომელიც ორიოდე დღის წინ ამტკიცებდა, რომ რაფაელ ვილელა და ედუარდო კოვიდის გამო ტურნირს გამოტოვებდნენ და საქართველოს ნაკრებთანაც ვერ ითამაშებდნენ. როგორც „აზერისპორტი“ იუწყება, ბრაზილიელი ფორვარდი და მცველი ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან, თუმცა აზერბაიჯანის ნაკრებს მალე გუნდს შეუერთდებიან.

ბელგიაში შეკრების დაწყებამდე ორივე მოთამაშეს ადრე ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა, რის გამოც ისინი კარანტინში მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ზე გამოსვლას საქართველოს წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს.

ამას გარდა, აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2022-ისთვის კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა. გუნდს მცველი ჰადი აჰმადია შეუერთდა. ის ნიდერლანდებში ვარჯიშზე დაშავებულ მანეკას შეცვლის. ამის შესახებაც უეფა-ს სამედიცინო საბჭომ შეატყობინეს, რომელმაც ჩანაცვლების ნებართვა მისცა. აჰმადი გუნდს უკვე შეუერთდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის, 20:30 საათზე შედგება. საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.