აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის სროლის შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა
აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის სროლის შედეგად,  ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა

ნახიჩევანის ოლქში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის მომხდარი სროლის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაც სამიტ ისრაფილოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის სასაზღვრო ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მასშტაბურ დარღვევაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელისუფლებას ეკისრება.

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს სომხეთის ხელისუფლება ნახიჩევანის მიმართულებით პროვოკაციებში ადანაშაულებს. ერევანში ამბობენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ, სროლებზე ეპასუხათ.