აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში 14:30 საათზე მივა
აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში 14:30 საათზე მივა

პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი ქვემო ქართლის რაიონულ პროკურატურაში 14:30 საათზე მივა.

პროკურატურაში მას ბრალს გააცნობენ. როგორც რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, სულეიმანოვს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს დაკავებისგან და ამ ეტაპზე იმუნიტეტის მოხსნის საკითხი არ დგას. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტზე დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვის და კიდევ ორი პირის მიმართ.