აზერბაიჯანული მედია - მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგოკორიდორის განვითარებაზე
აზერბაიჯანული მედია - მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგოკორიდორის განვითარებაზე

ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგოკორიდორის განვითარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ენერგეტიკული კორიდორის, აზერბაიჯანი-ირანი-საქართველოს რეალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანსა და საქართველოს ენერგოსისტემებს შორის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის ამჟამინდელი ტექნიკური მოცულობა 650 მეგავატია. აზერბაიჯანის და ირანის ენერგოსისტმეებს შორის კი, 400 მეგავატი. ახლანდელი მოცულობის გაზრდაზე ვმუშაობთ, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანი-ირანი-საქართველოს ენერგოკორიდორის განვითარებაზე“, – წერს სააგენტო აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით.

აზერბაიჯანის ხელისუფლება მეორე სახელმწიფოთაშორისი ქსელის განვითარებას აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის მიმართულებით გეგმავს.