აზაროვმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „შახტარმა“ ჩემპიონობისკენ ნაბიჯი გადადგა #TVSPORT
აზაროვმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „შახტარმა“ ჩემპიონობისკენ ნაბიჯი გადადგა #TVSPORT

ირაკლი აზაროვმა უკრაინის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა და დონეცკის „შახტარს“ ლუგანსკის „ზორიასთან“ გასვლით მატჩში გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.

ეს იყო უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ აზრაოვმა ითამაშა, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა.

30-ე წუთზე აზაროვმა რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ბურთი კარის წინ მყოფ სიკანს გადააწოდა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

ეს უკრაინის პრემიერლიგაში „შახტარის“ ზედიზედ მეათე გამარჯვება იყო. ბოლოს დონბასელებმა ჩემპიონატში 2023 წლის 24 ნოემბერს „პოლესიესთან“ (0:0) ვერ მოიგეს.

ქართველების გუნდი სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონობას მიუახლოვდა – 55 ქულა დააგროვა და კონკურენტ კიევის „დინამოს“ 4 ქულით გაასწრო.