აზარი „რეალს“ არ დატოვებს და მადრიდში კონტრაქტის ბოლომდე დარჩება #1TVSPORT
„რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი არ აპირებს უახლოეს პერიოდში მადრიდული კლუბის დატოვებას.
როგორც გაზეთი Marca წერს, ბელგიელ ფეხბურთელს სურს, კონტრაქტის ბოლომდე ითამაშოს „რეალის“ რიგებში – მისი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
32 წლის აზარი ესპანურ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ მან 18-ჯერ მიიღო ტრავმა. ამ პერიოდში ნახევარმცველმა 74 მატჩი ჩაატარა „რეალის“ შემადგენლობაში, შვიდი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.