აწყურში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
აწყურში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, ხიდის მშენებლობაზე 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მამაკაცი სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე მუშაობდა. გარდაცვლილი სენაკიდან იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, არმატურაზე დენი გადავიდა, რაც მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

სოფელ აწყურში ახალი ხიდის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს ერთ-ერთი კომპანია ახორციელებს.