აწყურში 53-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
აწყურში 53-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 53-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.

აწყურის საზოგადოებრივი ცენტრი სოფლისა და მის მიმდებარედ მცხოვრებ 4 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

სამინისტროს ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრები ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით.

ამასთან, ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა აწყურის მოსახლეობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები.