აწყურში 15 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

20:52, 03.11.2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე 15 წლის ბიჭი დაშავდა. არსებული ინფორმაცით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მოზარდს ფეხი აქვს მოტეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით  აწარამოებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი