აწყური-ვალეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
აწყური-ვალეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

აწყური-ვალეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22- ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.