„აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებს სეულში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს
„აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებს სეულში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებს სამხრეთ კორეაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს.

საააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – IGF 2019 მონაწილეობა შეუძლია ყველა კომპანიას, რომელიც ნებისმიერი სახის წარმოებით არის დაკავებული, მათ შორის საკვები პროდუქტები, სასმელები, ტექსტილი და ა.შ. რეგისტრაცია შესაძლებელია შესაბამის ბმულზე, არაუგვიანეს 10 აპრილისა.

დამატებით ინფორმაციას კი, მონაწილეობის მსურველი კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრში მიიღებენ.

გამოფენა სეულში 27-დან 29 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, მასში მონაწილეობა ქართულ კომპანიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, პოტენციურ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ.