ავსტრალიაში ახალი წლის დადგომას თვალისმომჭრელი სანახაობით შეეგებნენ
ავსტრალიაში ახალი წლის დადგომას თვალისმომჭრელი სანახაობით შეეგებნენ

ავსტრალიაში ახალი წლის დადგომას თვალისმომჭრელი სანახაობით შეეგებნენ. ქვეყანაში 2021 წელი თბილისის დროით 17:00 საათზე დადგა.

ტრადიციულად, სიდნეიში 2021 წელს გრანდიოზული ფოეერვერკით და სადღესასწაულო შოუთი შეხვდნენ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ავსტრალიაში შეკრებებსა და გადაადგილებებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

მანამდე კი, ახალი წელი ახალ ზელანდიაში იზეიმეს, სადაც 2021 წელს ფოიერვერკის შოუთი შეხვდნენ.

„კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამო, ადამიანები ახალ წელს განსხვავებულ რეალობაში ხვდებიან.