თბილისში, ტაბიძის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, ტაბიძის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ტაბიძის ხიდთან სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ამავე ავტომობილის მძღოლს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც საქართველოს პირველ არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ხიდთან გააჩერა, გადმოვიდა, ამის შემდეგ მანქანა დაგორდა და მამაკაცს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.