ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 31-ე კმ-ზე მოძრაობა დილამდე შეზღუდულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე (ჟინვალი-ანანურის მონაკვეთი) დილამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
„მოვუწოდებთ მგზავრებს, თავი შეიკავონ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ანანური მონაკვეთზე (31-ე კმ) გადაადგილებისგან“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.