ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ ნათქვამია გლობალური საგზაო უსაფრთხოების შესახებ 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციამ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყოველ 24 წამში ავარიაში ერთი ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში მოყვანილი მონაცემებით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტი ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებზე მოდის. მსხვერპლთა შორის ყველაზე მეტი 5-დან 29-წლამდე პირები არიან.

„ეს დაუშვებლად მაღალი საფასურია, რომელსაც გადაადგილების მობილობისთვის ვიხდით. უმოქმედობას გამართლება არ აქვს. საუბარია პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტის გამოცდილი გზები არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰან გებრეიესუსმა.