ავტოსაგზაო შემთხვევა ვარაზისხევში - ავტომობილმა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება სცადა [ფოტო/ვიდეო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარაზისხევში.

თვითმხილველების განცხადებით, BMW-ს მარკის ავტომობილმა მელიქიშვილის გამზირის მხრიდან მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება სცადა, რა დროსაც ვარაზისხევიდან ამომავალ Mercedes-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.