ავტომობილი, რომლითაც ოზურგეთში „ლიბერთი ბანკის“ ფეი ექსპრესიდან თანხა გაიტაცეს, ტყეში იპოვეს

12:51, 14.04.2018

ავტომობილი, რომლითაც ოზურგეთში, ცხემილისხიდში „ლიბერთი ბანკის“ ფეი ექსპრესიდან თანხა გაიტაცეს, სოფელ შემოქმედის ტყეში იპოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ავტომობილის მფლობელი ერთ-ერთი პენსიონერია, რომელიც ყაჩაღობის დროს პენსიის რიგში იდგა.

„იარაღით გვემუქრებოდნენ, ყვიროდნენ, არ გაინძრეთ და არ გესვრითო. მერე აიღეს თანხა და მანქანით სწრაფად დატოვეს ადგილი“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ოზურგეთში, „ლიბერთი ბანკის“ ფეი ექსპრესი დღეს დილით დააყაჩაღეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მოლარეს თანხა მოსთხოვეს, შემდეგ კი ერთ-ერთი პენსიონიერის მანქანა გაიტაცეს და გაიქცნენ.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

მსგავსი