ოზურგეთში „ლიბერთი ბანკის“ ფეი ექსპრესი დააყაჩაღეს
ოზურგეთში „ლიბერთი ბანკის“ ფეი ექსპრესი დააყაჩაღეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში „ლიბერთი ბანკის“ ფეი ექსპრესი დააყაჩაღეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მოლარეს თანხა მოსთხოვეს, შემდეგ კი ერთ-ერთი პენსიონიერის მანქანა გაიტაცეს და გაიქცნენ.

„თანხა მოგვეცით, არ გაინძრეთ და არ გესვრით, ისტერიულად ყვიროდნენ ყაჩაღები, მერე კი თანხასთან ერთად მანქანაც გაიტაცეს“ – აცხადებენ თვითმხილველები.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფეი ექსპრესში პენსიის ასაღებად მისული ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.