ავტომარათონ "დაკარზე" მშვიდი ეტაპი ჩატარდა
ავტომარათონ "დაკარზე" მშვიდი ეტაპი ჩატარდა

ავტომარათონდაკარზე” მეექვსე ეტაპი გაიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებმა პერუს ტერიტორია დატოვეს და მაღალმთიან ბოლივიაში გადავიდნენ.

ამჯერად, ფავორიტებისთვის ეტაპმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. წინა ეტაპებზე ორი ავარიის შემდეგ, როგორც იქნება გაუმართლა “პეჟოს” წევრს კარლოს საინსს. ესპანელმა ძლიერად და სტაბილურად წარმართა დღე, პირველი ადგილი მოიპოვა და ოთხი წუთი მოუგო თანაგუნდელ სტეფან პეტერანსელს. შესაბამისად, ამ უკანასკნელის ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში 27 წუთამდე შემცირდა.

ისევ ვერაფერი მოუხერხეს “პეჟოს” პილოტებს “ტოიოტას” წევრებმა: ნასერ ალ-ატიიამ და ჯინიელ დე ვილიერსმა ხუთ-ხუთი წუთი წააგეს და ერთმანეთში საერთო ჩათვლის მესამე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

მოტოციკლების კლასში შეიცვალა ლიდერი. ადრიენ ვან ბევერენმა ეტაპზე სამწუთნახევარი წააგო და წინ გაუშვა კევინ ბენავიდესი. ახლა “ჰონდას” მოტომრბოლიიამაჰას” ლიდერს ორ წუთს უგებს. მათთან ახლოს არის მატიას ვალკნერი KTM-დან, აგრეთვე, ხოან ბარედა ბორტი. ასე რომ, მოტოციკლთა კლასში ბრძოლა ახლა იწყება.