შსს-მ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე გორში ორი არასრულწლოვანი ამხილა
შსს-მ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე გორში ორი არასრულწლოვანი ამხილა

შსს-მ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე გორში ორი არასრულწლოვანი ამხილა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი: 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ. ამხილეს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა.

სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.

მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.