ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ
ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები, სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე განხორციელდება.

შეღავათი დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს შეეხება და გადავადებული გადასახადების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.