ავტობუსის მძღოლი, რომელიც პეკინის გამზირზე არასრულწლოვანს დაეჯახა, აცხადებს, რომ მოძრაობის წესები თავად მოზარდმა დაარღვია
ავტობუსის მძღოლი, რომელიც პეკინის გამზირზე არასრულწლოვანს დაეჯახა, აცხადებს, რომ მოძრაობის წესები თავად მოზარდმა დაარღვია

მწვანე იყო, ჩემი გზა, მოძრაობის წესები მოზარდმა დაარღვია, რადგან თვითონ შემეჯახა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა, ვაჟა ჭიღლაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მოზარდი მარტო იმყოფებოდა და მოძრავ ავტობუსს თავად შეეჯახა.

„ჩვეულებრივად ვმოძრაობდი. გავჩერდი გაჩერებაზე. აინთო მწვანე და წამოვედი. ნელა მოვდიოდი და უცბად შეჯახების ხმა გავიგე. რა ადგილას დამარტყა, ისიც არ ვიცი. მოძრაობის დროს შემეჯახა თვითონ, მე არ დამირტყამს არც ლაბავოით და არც ცხვირით. მოძრაობის წესები მან დაარღვია, რადგან თვითონ შემეჯახა. მწვანე იყო, ჩემი გზა და თვითონ შემეჯახა. 12 წლის ბიჭია, იმ წუთას მარტო იყო“, – განაცხადა ვაჟა ჭიღლაძემ.

პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. მომხდარის შედეგად, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.