ავტობანის რიკოთის მონაკვეთებზე მშენებლობის ნებართვები გაიცა

12:35, 30.01.2019

რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ  მშენებლობის ნებართვები გასცა. საუბარია საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე, რომელთა საერთო სიგრძე 27 კილომეტრამდეა.

სააგენტოს ინფორმაციით, გაცემული ნებართვების საერთო ინვესტიცია 1 მილიარდ 550 მილიონი ლარია.

ნებართვების მიხედვით, გზის აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

მსგავსი