ავტობანის მშენებლობის არეალში ორ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ
ავტობანის მშენებლობის არეალში ორ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობის არეალში ორ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.

საუბარია რიკოთის უღელტეხილის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საქარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2 506 კვ.მ მიწის ნაკვეთებს გელა და გიორგი ნებიერიძეები ფლობენ.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანებიდან ირკვევა, რომ მესაკუთრეებთან გზების დეპარტამენტმა ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. შედეგად, ეკონომიკის მინისტრი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გზების დეპარტამენტს უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლებას ანიჭებს.