ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე 11 მძღოლი კომპანია „სინო ჰიდროსგან“ ანაზღაურებას ითხოვს
ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე 11 მძღოლი კომპანია „სინო ჰიდროსგან“ ანაზღაურებას ითხოვს

ცენტრალური ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე 11 მძღოლი კომპანია „სინო ჰიდროსგან“ ნამუშევარი თანხის ანაზღაურებას ითხოვენ.

მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიამ კონკრეტული პირობით აიყვანა და 15 დღეში 3500 ლარი უნდა მიეღოთ ანაზღაურების სახით. მათი ინფორმაციით, მძღოლებმა მუშაობა აზერბაიჯანის მოქალაქე ბელა მუსტაფაევასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაიწყეს და ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ. მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიამ თანხა შუამავალს დაურიცხა.

ამ წუთებში 11 მძღოლი, რომლებიც სავარაუდოდ თაღლითური გარიგების მსხვერპლნი არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოში არიან დაკითხვაზე. პოლიციაში ასევე იმყოფებიან კომპანია „სინო ჰიდროს“ წარმომადგენლები.

დაზარალებულმა მძღოლებმა აქცია კომპანიის შენობასთან ხაშურში გამართეს. პოლიციაში კი ისინი დაკითხვაზე ჩინური კომპანიის მიერ პოლიციის გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი