ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ

სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში აქცია იმართება. აქციას ვაზისუბანი-ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები მართავენ. გაფიცულია 250 მძღოლი, მათ კარიერამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ. მძღოლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, რაც მათი თქმით ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელშეკრულებები რუსულ და ჩინურ ენაზეა გაფორმებული, შესაბამისად, ისინი ვერ იგებენ, რა წერია კონტრაქტში.

„გვატყუებენ წონაში, კილომეტრაჟში, რაც გვაზარალებს ჩვენ და მწყობრიდან გამოდის ავტომობილები. არ გვყავს თარჯიმანი და ვერ ვამყარებთ კომუნიკაციას დამსაქმებელთან“, – განცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილე დათო მანაგაძემ.

გზის დაგების სამუშაოებს ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს.